LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: გასაყიდად გამოიტანეს 53 წლის Volkswagen Beetle, რომლის გარბენიც 200 კილომეტრზე ნაკლებია

105
Screenshot 2025-05-19 154658

აუქციონზე 53 წლის იდეალურ მდგომარეობაში შენარჩუნებულ Volkswagen Beetle-ს გაყიდიან. ავტომობილის გარბენი 167 კილომეტრია. მოდელი სერია Super Beetle-იდანაა და ლიმიტირებულ შესრულება Baja Champion-ს წარმოადგენს. ლიმიტირებულ პარტიას მწარმოებელი 1970 წელს საგზაო რბოლებში გამარჯვებების აღსანიშნავად უშვებდა.

აუქციონის ფარგლებში კი „დროის კაფსულის“ სანაცვლოდ მხოლოდ 28 ათას დოლარს ითხოვენ.

ჰეთჩბეკის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ ის იყო პირველი მოდელი ხაზში რომელიც 1,6 ლიტრის ძრავით აღჭურვეს და მისი სიმძლავრე 50 ცხენის ძალაა. აგრეგატი 4 საფეხურიანი „მექანიკური“ გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები