რესტომოდებს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ბევრი ტუნინგ-ატელიე აშენებს, ზოგიერთი სახელოსნო კი კონკრეტულად ასეთ პროექტებზეა ორიენტირებული. თუმცა, ასეთი ქმნილებები როგორც წესი, მცირე ტირაჟებში გამოდის და ხშირად თავის ხაზში ერთადერთ მოდელებსაც წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, მათი შეძენა ყველას როდი შეუძლია და საქმე მხოლოდ მაღალ ფასში არ არის.
ასეა თუ ისე, ზოგჯერ ასეთი ავტომობილი ღია აუქციონებზეც ხვდება. ასეთ შემთხვევაში შეძლებულ ადამიანებს ეძლევათ შანსი, გახდნენ გამორჩეული რარიტეტების მეპატრონეები, თანაც ისეთების რომლებსაც თანამედროვე ტექნიკური შიგთავსი აქვთ.
ბოლო დროინდელ ლოტებს შორის იყო – ახალი საკულტო მოდელები იაპონიიდან, გერმანიიდან და აშშ-დან.




