LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Great Wall-ის პირველი მოტოციკლეტის მთელი ტირაჟი 15 წუთში გაიყიდა

119
Great Wall-ის პირველი მოტოციკლეტის მთელი ტირაჟი 15 წუთში გაიყიდა

რვა ცილინდრიანი მოტოციკლეტი Great Wall ზუსტად 15 წუთში გაიყიდა. კონცერნის სოც-ქსელებში განაცხადეს, რომ სამივე მოდიფიკაცია ბაზარზე გამოჩენისთანავე გასხვისდა. ვერსია Founder Edition 4,5 წუთში იყიდეს, ვერსია S2000GL – 5 წუთში და ყველაზე დიდ ხანს S2000ST-ის ონლაინ ვაჭრობა გაგრძელდა – მთელი 15 წუთი და 34 წამი.

Great Wall-ის მოტოციკლეტების გიჟური დეფიციტი ტირაჟებით აიხსნება: 88, 140 და 60 ცალი. ასე რომ, პირველი პარტია მხოლოდ 288 ეგზემპლარით შემოისაზღვრა.

Great Wall Souo-ს მოტოციკლეტის დებიუტი მაისში შედგა, გაყიდვები კი გასულ კვირას დაიწყო. სიახლის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ჰორიზონტალური 8 ცილინდრიანი ძრავაა, 2,0 ლიტრის მოცულობით. აგრეგატი 154 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 8 საფეხურიან რობოტიზირებულ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები