LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: გუანჯოუს ავტოსალონის გამორჩეული კონცეპტ მოდელები

107
გუანჯოუს ავტოსალონის გამორჩეული კონცეპტ მოდელები

გუანჯოუს ავტოსალონზე ავტო სამყაროს ყველაზე თამამი ხედვის მქონე კონცეპტ-მოდელები გამოფინეს – შედგა 93 პრემიერა და მათგან ნახევარზე მეტი ელექტრო / ჰიბრიდია.

ყველაზე საინტერესო 5 კონცეპტი:

Mercedes-Benz Vision Iconic 2026 – რეტრო დიზაინი, კლასიკური პროპორციები და მინიმალისტური სტილი. თითქოს ყველა დეტალში ისტორიული იდეებია ხაზგასმული.

ELMT Max Future – BEIJING Off-Road-ის ხედვა, რომელიც მძლავრ და მოდურ კორპუსს აერთიანებს: კარები და სხვა დეტალები შეიძლება შეიცვალოს.  იდეალურია ექსტრემალური ავანტიურებისთვის.

GAC Pickup 01 – სრულად ელექტრო პიკაპი, დიზაინის ძალიან ჰგავს Cybertruck-ს, თუმცა ბევრად მასიური და ბრტყელი ფორმებითაა წარმოდგენილი. ასევე არის კომფორტული და გამძლე დეტალები.

Kia EV5 Weekender – საინტერესო ვერსია მგზავრობის და კემპინგისთვის: მაღალი განვლადობით, აგრესიული ბამპერით, ეკო-ინტერიერით და ორიგინალური ფუნქციებით – მაგალითად, სავარძლის ზურგი მაგიდად გარდაიქმნება.

Audi E SUV – მაღალ ტექნოლოგიური ავტომობილი, ორი ელექტრო ძრავით და თანამედროვე დიზაინით. რაც მთავარია „აუდის“ თავისებური იდენტობით.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები