LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჰეტჩბეკი Abarth კატერად „გადააქციეს“

132
ჰეტჩბეკი Abarth კატერად „გადააქციეს“

კომპანია Abarth-მა გამოუშვა კატერი, რომელიც მისივე ჰეტჩბეკის სტილშია შესრულებული. სიახლეს Abarth Offshore ჰქვია და მან სარბოლო გამონაბოლქვის სისტემა Riva მიიღო. კატერს მოძრავი სახურავი, საცურაო პლატფორმა, სპორტული სავარძლები და გაძლიერებული უსაფრთხოების ღვედები აქვს.

ოფციათა სიაშია სათევზაო კომპლექტი და წყლის სპორტისთვის განკუთვნილი ატრიბუტიკა. კატერის ტირაჟი მხოლოდ 500 ეგზემპლარი იქნება.

კატერი ნამდვილად ძალიან ეფექტურად გამოიყურება. კორპუსის ფერი მწვანე „მეტალიკია“, სალონი კი მდიდრული ტყავითაა გაფორმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები