ჰიპერქარი McLaren W1-ის ვიზუალი პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე გაასაჯაროვეს. კომპანიის ახალი ექსკლუზიური კუპეს ფოტოები სოც-ქსელებში გავრცელდა. McLaren-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პირობა დადო, რომ W1 „შესაძლებლობების ყველა ზღვარს გასცდება“ და ციფრი „1“-ის ჰიპერქარების დინასტიის ღირსეული შთამომავალი იქნება. მოსალოდნელია, რომ კუპე აქტიური დინამიკით და ჰიბრიდული აგრეგატით იქნება გამორჩეული, საუბარი მინიმუმ 1200 ცხენის ძალაზეა.
McLAren W1-ის შესახებ ყველა დეტალი მალე გაირკვევა. თუმცა, იმაში ეჭვიც არავის ეპარება რომ ჰიპერქარის შეძენას მხოლოდ ერთეულები შეძლებენ და საქმე მხოლოდ ფასში როდია: როგორც წესი, ასეთი კატეგორიის ავტომობილები ძალიან შეზღუდული ტირაჟებით გამოდის.




