იაპონურმა ტუნინგ ატელიემ Direct Cars პიკაპი Toyota Hilux მთელი ოჯახისთვის განკუთვნილ ავტო სახლად გადააქცია. ინჟინრებმა ყველა პრემიულ ოფციაზე იფიქრეს: სალონში არის დიდი საოჯახო კონდიციონერი, ნიჟარა და საშხაპეც კი! თუკი ოფიციალურ აღწერილობას ვენდობით, კემპერში ორი ზრდასრული და ორი ბავშვი ძალიან კომფორტულად იცხოვრებს.
ავტო სახლი ენერგიას მზისგანაც იღებს. გათვალისწინებულია 85 ლიტრის მოცულობის ავზი წყლისთვის, იატაკი წყალგაუმტარი მასალითაა აგებული.
სასადილო ზონა ორსაწოლიან საძინებლად გადაკეთდება, რომლის სიგრძეც 230 სანტიმეტრია. მეორე სართულზე კი 166 სანტიმეტრის სიგრძის საბავშვო საწოლებია განთავსებული.