LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Ineos Grenadier-ის საფარისთვის მომზადებული სპეციალური ვერსია 

104
1200x1200 (1)

Ineos-მა გამოუშვა ახალი, სპეციალურად საფარისთვის შექმნილი ვერსია – Grenadier Game Viewer. მოდელი გათვლილია მაქსიმალურად პრაქტიკულ ექსპლუატაციაზე და  ცხრა მგზავრის გადაყვანა შეუძლია. წარმოება ბოტსვანაში დაიწყება, სადაც მანქანები ფრანგული დეტალებით ჩავა.

რა იცვლება Game Viewer-ში?

ხელმისაწვდომი იქნება გრძელი და სუპერ-გრძელი საბაზისო პლატფორმები.

სიახლეს არ ექნება:

უკანა კარი

სალონის ყველა სავარძელი (მხოლოდ წინა დარჩება)

გვერდითი მინები

სახურავი

პლასტმასის ზედმეტი დეტალები

არასაჭირო ელექტრონიკა

ამ ყველაფრის მიზანია საფარი ვერსიის მაქსიმალურად გამარტივება და ადაპტაცია ბუნებაში, ღია სივრცეში მუშაობისთვის.

მიუხედავად გახსნილი ძარისა, გამძლეობა და გამავლობა ისეთივეა, როგორც სტანდარტულ Grenadier-ში.

სპეციფიკის გათვალისწინებით, Ineos კომპანიებს, რომლებიც ავტომობილს შეიძენენ, უფლებას აძლევს მომსახურება თავად ჩაატარონ.

თუ ისინი დაიცავენ მწარმოებლის რეკომენდაციებს და გამოიყენებენ ორიგინალ ნაწილებს – გარანტია ძალაში დარჩება.

Ineos Kavango-ს წარმოება 2026 წლის დასაწყისში დაიწყება.

ფასი ჯერჯერობით უცნობია.

მოდელი გაიყიდება არა მხოლოდ აფრიკაში, ის განიხილება როგორც ტრანსპორტი მსოფლიოს დიდ ბუნებრივ პარკებსა და რანჩოებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები