LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: იტალიის ვიწრო ქუჩებისთვის შექმნილი სპორტქარი ნახევარ მილიონ ევროდ შეაფასეს

37
sportcar

აუქციონის სახლი Auctomobile.com უნიკალური მოდელის Bizzarrini P538 გაყიდვას გეგმავს. თავის დროზე მთლიანობაში 7 ასეთი მანქანა აიგო და ფოტოებზე გამოსახული ეგზემპლარი დიზაინერი ანდრეა მორელისთვის იყო განკუთვნილი.

ამ ავტომობილით მორელი მშობლიურ ტოსკანაში რბოლებშიც კი მონაწილეობდა. რეგიონის სოფლებში როგორც წესი, ქუჩები ძალიან ვიწროა, ამიტომ სპორტქარის ძარა მაქსიმალურად დააწვრილეს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მაშინ ამ დეტალს ყურადღება არავინ მიაქცია და წლების შემდეგ მის შესახებ ცნობილი ისევ დიზაინერისგან გახდა.

საინტერესოა, რომ პირველი რეგისტრაციის დღიდან, ანუ 1975 წლის მარტიდან, სპორტქარმა 5 მფლობელი გამოიცვალა. ბოლო ადგილი კი სადაც ის ინახებოდა, საფრანგეთის სამხრეთში, კერძო კოლექციონერის სახლი იყო. ამჟამად მოდელს ჩვეულებრივ გზებზე გადაადგილების უფლებაც აქვს და მისი საწყისი ფასი აუქციონზე 450-550 ათასი ევრო იქნება.

ვაჭრობა ონლაინ-პლატფორმაზე 14 აპრილისთვისაა ჩანიშნული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები