უცხოურმა ბრენდებმა სიახლეების ნამდვილი დღესასწაული მოაწყვეს – გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პოპულარული მოდელების ახალი თაობები და გამბედავი კონცეპტები.
Toyota
Toyota-მ ახალი მოდელების მთელი სერია წარმოადგინა, რომელთაგანაც მთავარი, ახალი Corolla Concept გახდა.
Toyota Corolla Concept
მოდელი შექმნილია კამპანიის To You, Toyota ფარგლებში და საფრანგეთში, კომპანიის ევროპული დიზაინის ცენტრშია აწყობილი. წინა ნაწილი აერთიანებს თანამედროვე ფორმებსა და ბრენდის ხელწერას: ვიწრო LED-ფარები და მინიმალისტური რადიატორის ბადე. უკანა მხარე კი საინტერესო სპოილერითა და ფარების პიქსელური გრაფიკით გამოირჩევა.
სალონი შესრულებულია ფუტურისტულ სტილში – ლაკონური პანელი, ცენტრალური კონსოლი, მცირე ზომის გადაცემათა პანელი, ატმოსფერული განათება და ორი კომპაქტური ეკრანი – მძღოლისა და მგზავრისთვის. მედია და კლიმატ-კონტროლი საჭესა და გვერდით პანელებზეა ინტეგრირებული.
ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით არ გამჟღავნებულა, თუმცა Toyota ადასტურებს, რომ Corolla-ს ექნება როგორც ჰიბრიდული, ასევე სრულად ელექტრო ვერსია. ახალი თაობა სავარაუდოდ, 2026 წელს გამოჩნდება.
Toyota HiAce Concept
გარდა ამისა, Toyota-მ წარმოადგინა ახალი თაობის HiAce Concept – ფურგონი ჩვეულებრივი და მაღალი სახურავის კონფიგურაციით. მოდელი გამოირჩევა განახლებული დიზაინითა და პანორამული ზედა მინით.

Lexus
Lexus LS Concept – ეს უზარმაზარი, ექვს-ბორბლიანი ულტრალუქს მინივენია. იგი გამორჩეულია მკვეთრი ფორმებით და შთამბეჭდავი განათებით. სალონში გვხვდება – ავიაკომპანიის ბიზნეს-კლასის მსგავსად კომფორტული სავარძლები, ორი დიდი ეკრანი, „შტურვალის“ ტიპის საჭე და უხვი ტექნოლოგიური ელემენტები.
Lexus LS Coupe Concept – ელეგანტური ოთხკარიანი კროსოვერია, რომელიც პრემიუმ მასალებსა და ციფრულ პანელებს აერთიანებს. უკანა მგზავრებსაც აქვთ საკუთარი ვერტიკალური ეკრანები, ინტერიერი კი ბუნებრივი ხითაა მოპირკეთებული.
Lexus LS Micro Concept – ერთადგილიანი, ავტონომიური ქალაქური მანქანა-კაფსულაა, რომელიც ზემოდან იღება და მჭიდრო ურბანული გადაადგილებისთვისაა გათვლილია.

Century
თუ Lexus კონკურენციას Audi-სა და Mercedes-Benz-ს უწევს, Century-ის მიზანია Bentley-სა და Rolls-Royce-ის სეგმენტი.
Century Coupe Concept – გრანდიოზული კუპე აწეული კორპუსით, ელეგანტური მოცურავე კარით და სამ ადგილიანი სალონით. სავარაუდოდ, მოდელი იქნება ჰიბრიდული ან სრულად ელექტრო, რომელიც კონკურენციას Rolls-Royce Spectre-ს გაუწევს.

Mini
Mini Cooper Paul Smith Edition
ბრიტანულმა Mini-მ კვლავ ითანამშრომლა ლეგენდარულ დიზაინერ პოლ სმიტთან და სპეციალური Cooper Paul Smith Edition წარმოადგინა.
ვერსია ხელმისაწვდომი იქნება სამი სხვადასხვა ტიპის კორპუსით და გამოირჩევა განსაკუთრებული ფერებით:
Statement Grey – შთაგონებული Austin Seven 1959-ით;
Inspired White – რეტრო კრემისფერი ელფერით;
Midnight Black Metallic – კლასიკური შავი ფერით.
მანქანის უკანა ნაწილზე დატანილია თავად პოლ სმიტის ხელმოწერა. ვიზუალს ავსებს 18-დიუმიანი დისკები და ლოგოები.
Mini-მ ჯერ არ გაამჟღავნა ვადები და ფასი, თუმცა დადასტურებულია, რომ მოდელი გაიყიდება გლობალურად – ელექტრო და ბენზინის ვერსიებში.

Mitsubishi
Mitsubishi Elevance Concept
Mitsubishi-მ ტოკიოს გამოფენაზე საზოგადოებას ახალი Elevance Concept წარუდგინა – ჰიბრიდული კროსოვერი სავარძლების სამი რიგით და საცხოვრებელად გათვლილი მისაბმელით (კემპინგ-ტრაილერით).
სალონი გათვლილია ექვს ადამიანზე, ბრტყელი იატაკითა და მბრუნავი სავარძლებით, რაც საშუალებას იძლევა, სივრცე მოსასვენებელ ზონად გადაკეთდეს. პანელის ზედა ნაწილზე განლაგებულია სამი ეკრანი და მეოთხე – უშუალოდ საჭეზე.
ჰიბრიდული სისტემა აერთიანებს შიდა წვის ძრავს, რომელიც ნახშირბად-ნეიტრალურ საწვავზე მუშაობს და ოთხ ელექტროძრავს. მაღალი სიმძლავრის აკუმულატორით კი ენერგიის მიწოდება ტრაილერის სამზარეულოსთვისაც არის შესაძლებელი.
გარდა ამისა, Mitsubishi-მ წარმოადგინა განახლებული Delica D:5 და Delica Mini მოდელები – გაუმჯობესებული მასალებით, ახალი ტექნოლოგიებით და მოდერნიზებული უსაფრთხოების სისტემებით.
