LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჯო ბაიდენის Cadillac ახალ მეპატრონეს ეძებს

129
cadillac

Cadillac ATS-V, რომლის მეპატრონეც ჯო ბაიდენია, სულ მალე აუქციონზე გაიყიდება.  უფრო ზუსტად, 2018 წლის სედანით აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი მაშინ დადიოდა, როცა ქვეყნის მეთაურის სტატუსი ჯერ კიდევ არ ჰქონდა. ავტომობილს ერთი საინტერესო მახასიათებელი აქვს: Cadillac არ უშვებს ATS-V-ს შავი ძარით და ყავისფერი სალონით. სავარძლების ვიზუალი ბაიდენის პირადი შეკვეთით შეცვალეს, რაც ATS-V-ს თავის სერიაში უნიკალურ მოდელად აქცევს.

ვაჭრობის დასრულებამდე კვირაზე ნაკლები დრო რჩება და ამჟამინდელი ბიდი 29 046 დოლარს შეადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბაიდენს ეს ავტომობილი არ უყიდია და ის ხანგრძლივი იჯარით აიღო. მოდელის გარბენი 25,5 ათასი კილომეტრია.

ATS-V 3,6 ლიტრის მოცულობის V6 ძრავითაა დაკომპლექტებული და 470 ცხენის ძალას ავითარებს. ძრავა 8 საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს და ასეთი აგრეგატით ავტომობილს 97 კილომეტრის განვითარება 3,8 წამში შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები