Lamborghini Veneno ონლაინ აუქციონზე 6 მილიონ დოლარად გაიყიდა. არსებული 6 იტალიური როდსტერიდან ერთ-ერთზე ვაჭრობა SBX Cars-ის ორგანიზატორებმა მოაწყვეს. ამასთან, უნიკალურ მოდელს 2 წლის განმავლობაში ვერ ყიდდნენ, რადგან დუბაის სადილერო ცენტრი სუპერქარს 9,5 მილიონ დოლარად აფასებდა. ახალი აუქციონის მიმდინარეობის დროსაც, Veneno-ს მყიდველი ისევ არ გამოჩენილა, თუმცა როგორც აუქციონის სახლმა მოგვიანებით დააზუსტა, ახალი მეპატრონის მოძებნა მაინც მოახერხეს.
კომპანია Lamborghini-მ 2015 წელს მთლიანობაში Veneno-ს 9 როდსტერი გამოუშვა. წარმოდგენილი სუპერქარი გახდა ერთადერთი, რომელმაც შავი ძარა და მუქი მწვანე სალონი მიიღო. სუპერქარი 6,5 ლიტრის V12 Aventador-ითაა დაკომპლექტებული. აგრეგატის სიმძლავრე 750 ცხენის ძალას წარმოადგენს. „ასამდე“ გახურება მოდელს 2,9 წამში შეუძლია.




