ლეგენდარული სპორტსმენი აუქციონზე საავტომობილო კოლექციას გაყიდის. ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონი ჯორჯ ფორმანი HAgerty Marketplace-ის აუქციონზე 52 მანქანას გამოემშვიდობება. მოკრივემ განაცხადა, რომ „მოვიდა დრო ჩემი ავტომობილები სხვა თანამოაზრე ენთუზიასტებსაც გავუზიარო“. კოლექციის გასხვისების მიზეზები არ ზუსტდება, თუმცა ვაჭრობა ნამდვილად გაიმართება: ლოტები უკვე ხელმისაწვდომია.
ჯორჯ ფორმანის ავტომობილების უმრავლესობა მინიმალური გარბენითაა გამორჩეული. ყურადღების მიქცევის ღირსია – Ford GT, 2005 წლის მოდელი, რომლის გარბენიც 1271 კილომეტრია, 2000 წლის BMW Z8 (7497 კილომეტრი), Saleen Mustang S351 1995 წლის გამოშვება (1178 კმ.) და 1993 წლის Dodge Viper 1993 (2574 კმ).




