Lego Technic-ის ხაზს ფორმულა-1-ის ახალი ბოლიდი დაემატა. ახალი კონსტრუქტორით Ferrari SF-24-ის მასშტაბური ვერსიის აგება იქნება შესაძლებელი. მოდელი 1:8-თან მასშტაბითაა შესრულებული, მისი ფასი 230 დოლარია და წინასწარი შეკვეთების მიღებაც უკვე დაწყებულია. მიწოდება მომავალი წლის მარტამდე სავარაუდოდ, ვერ დაიწყება.
Lego-ს Ferrari 1361 ელემენტისგან შედგება, მოდელის სიგრძე 61 სანტიმეტრი იქნება, სიმაღლე 13 სანტიმეტრი და სიგანე – 24 სანტიმეტრი.