20 იანვარს, Japan Mobility Show-ზე, Lexus-მა მსოფლიო საზოგადოებას წარუდგინა LS Coupe Concept – ფუტურისტული ოთხკარიანი კუპე-კროსოვერი, რომელიც ბრენდის ფლაგმანური ხაზის მომავალ მიმართულებას აჩვენებს და ეტაპობრივად ცვლის კლასიკურ სედანს Lexus LS-ს.
Lexus-ის კონცეფცია აერთიანებს სპორტულ, დინამიკურ სილუეტს და უმაღლესი დონის ფუფუნებას. ავტომობილის დიზაინი მკვეთრი ხაზებითა და თანამედროვე პროპორციებით გამოირჩევა, ხოლო ინტერიერი მაქსიმალურ კომფორტსა და ტექნოლოგიურ სრულყოფილებას უსვამს ხაზს.
LS Coupe Concept არ არის უბრალოდ დიზაინის ექსპერიმენტი – ეს არის Lexus-ის მკაფიო გზავნილი, თუ როგორ ხედავს ბრენდი მომავალში თავის ყველაზე პრესტიჟულ მოდელებს: უფრო თამამი ფორმები, მრავალფუნქციური კორპუსი და ახალი თაობის პრემიუმ ესთეტიკა.