LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ლონდონში კარნავალის პირველი დღე მასობრივი დაპატიმრებით დასრულდა

116
Screenshot 2024-08-26 115147

ლონდონის ნოტინგ ჰილში აფრო-კარიბის კულტურის კარნავალის პირველი დღე მასობრივი დაპატიმრებით დასრულდა – სამართალდამცავებმა 90 ადამიანი დააკავეს, იუწყება Sky News.

სამართალდამცავმა უწყებებმა აღნიშნეს, რომ 15 პოლიციელს თავს დაესხნენ.

ღონისძიების მონაწილეები იარაღის ტარებისთვის, ნარკოტიკების შენახვისთვის, საგანგებო სამსახურების თანამშრომლებზე თავდასხმისა და სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის დააკავეს.

როგორც ტელეკომპანია განმარტავს, სულ კარნავალზე დაახლოებით მილიონი ადამიანი უნდა მისულიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები