ლოს-ანჯელესის ავტო სალონი არც ადრე ყოფილა სამყაროს ცენტრი, ახლა კი ყოველ წელს სულ უფრო და უფრო მოკრძალებული ხდება. ამერიკული ბრენდებიც კი იშვიათად აწყობენ მასზე პრემიერებს.
თუმცა, მიუხედავად ამისა, აშშ-ს საავტომობილო ბაზარი იმდენად დიდია, რომ ხმაურიანი დებიუტები აქაც მრავლადაა. ავტო ჟურნალისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ამერიკის შიდა ბაზრისთვის შექმნილი სიახლეები, რომლებსაც სხვაგან ალბათ ნაკლებად თუ ნახავთ.
ასე რომ ამ ავტო სალონის უყურადღებოდ დატოვება არაფრით არ შეიძლება.