გასულ უქმეებზე ლოს-ანჯელესმა საერთაშორისო ავტო სალონს უმასპინძლა. მართალია, ის არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი როგორიც მაგალითად დეტროიტის ანდაც ფრანკფურტის სალონები, თუმცა ბოლო წლებში ბევრი რამ შეიცვალა. საავტომობილო გამოფენები აღარ არიან ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომელთა გარშემოც კომპანიები პრემიერებსა და წლის გეგმას ადგენდნენ.
თანამედროვე რეალობაში დებიუტებს გოლფ-ტურნირებზე, რეტრო-ავტომობილების ფესტივალებზე ანდაც სულაც სხვა ღონისძიებაზე მართავენ ხოლმე..
იმ ძველ ავტოსალონებს კი ნელ-ნელა დავიწყება ემუქრებათ..






