როგორც წესი, რიგითი ავტომოყვარულები მხოლოდ ოცნებობენ იმაზე, რომ მეფეების, პრინცების, სულთნებისა თუ პრეზიდენტების მანქანებით შეძლონ გასეირნება. თუმცა, ადრე თუ გვიან ასეთი ავტომობილები სამთავრობო ავტო პარკს ტოვებენ და ზოგჯერ გასაყიდად სხვადასხვა აუქციონებზეც გამოჩნდებიან ხოლმე. მხოლოდ ამ წელს რამდენიმე ასეთი განსაკუთრებული ეგზემპლარი გაიყიდა.
მსგავს ლოტებს შორის იყო, მაგალითად უნიკალური ლიმუზინი, თავის სერიაში ერთადერთი „პლაჟის“ სუპერქარი, პრაქტიკული და ძალიან სტანდარტული ყველგანმავალი და სედანი საკმაოდ მოკრძალებული კომპლექტაციით.