LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Mercedes-Benz-მა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი გაყიდა

527
mercedess

Mercedes-Benz-მა სპორტქარი 300 SLR Uhlenhaut Coupe-ის გაყიდვა დაადასტურა, მოდელის რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მანქანა გახდა. ეს ინფორმაცია პრესაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა, თუმცა აქამდე მას მხოლოდ ჭორის სახე ჰქონდა. კომპანიის მუზეუმში დაცული უნიკალური სპორტული კუპე კერძო კოლექციონერმა შეიძინა და მასში 135 მილიონი ევროც გადაიხადა.

შემოსულ თანხას Mercedes-Benz საქველმოქმედო ფონდში ჩარიცხავს, ეს ფონდი იმ სტუდენტებს დააფინანსებს ვინც ეკოლოგიის სფეროში პროექტებს ქმნის.

Mercedes-Benz 300 SLR Uhlenhaut Coupé აუქციონზე 5 მაისს გაიყიდა და ვაჭრობას მხოლოდ რჩეული კლიენტები ესწრებოდნენ.

ზუსტად ვინ გახდა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილის მფლობელი უცნობია. თუმცა, Mercedes-ში დააზუსტეს, რომ ყოველთვის როცა ამის საჭიროება იქნება ისტორიულ კუპეს საჯაროდ გამოფენენ ხოლმე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები