LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Mercedes-Benz მდიდრული ელექტრონული მინივენის პრემიერისთვის ემზადება

105
Mercedes-Benz მდიდრული ელექტრონული მინივენის პრემიერისთვის ემზადება

Mercedes-Benz მინივენებისა და ფურგონების ახალ ხაზს ამზადებს. მწარმოებელმა კონცეპტი Vision V-ს პირველი თიზერი გაავრცელა. ახალი ხაზი მოიცავს როგორც საოჯახო მინივენს, ასევე „ექსკლუზიურ Vip-შატლს“, ელექტრონული აგრეგატით. შოუ-ქარს აპრილში წარადგენენ და პირველი ელექტროქარის სერიული წარმოება მომავალი წლიდან დაიწყება.

თიზერები არც თუ ისე ინფორმაციულია: პირველი სანიშნე Vision V-ს წარადგენს, რომელიც დიდი ალბათობით ვენის უკანა ნაწილში განთავსდება. მიაღწევს თუ არა ასეთი გადაწყვეტილება სერიამდე რთული სათქმელია, თუმცა Mercedes-Benz პირობას დებს რომ ახალ ხაზში ჰიპერ-თანამედროვე დიზაინერულ გადაწყვეტილებებს გამოიყენებს, რომლებიც „ისეთივე მოდური იქნება, როგორც მოულოდნელი“.

ახალი სერიული ხაზის ტოპ-ვერსია ერთი დამუხტვით 500 კილომეტრს გაივლის და საწყის ეტაპზე ავტონომიური მართვის მეორე დონის სისტემას მიიღებს. მინივენის ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად მწარმოებელი პირობას დებს, რომ მესამე და მეოთხე დონის ავტოპილოტსაც დანერგავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები