LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: მილანის მოტო კვირეულის ყველაზე საინტერესო მოდელები

437
moto

მილანმა მოტოციკლეტების ყოველწლიურ გამოფენას EICMA-ს უმასპინძლა. ეს გამოფენა ევროპაში ყველაზე ძველი, წარმომადგენლობითი და პრესტიჟულია. როგორც ყოველთვის, ექსპო-ცენტრის Fiera Milano-ს დარბაზებში ინდუსტრიის გიგანტების ორ საბურავიანი სიახლეები ნაკლებად სერიული ეგზოტიკის გვერდით იყო გამოფენილი, იქვე იყო სუპერ მძლავრი სპორტული ბაიკები თუ ეკოლოგიურად სუფთა ელექტრო მოტოციკლეტები. დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ენახა ასევე ელიტური ბრენდების პროდუქციაც, მაგალითად ისეთის როგორიცაა Ducati და იქვე იყო ჩინური ბიუჯეტური მოდელები, რომლებიც ევროპულ ბაზარზე სულ უფრო და უფრო იმყარებენ პოზიციებს.

მოტო-შოუზე ყველა არ ყოფილა მისული, მაგალითად არ იყვნენ BMW და Harley Davidson. თუმცა, ავტო ჟურნალისტებმა 2 ათასზე მეტი სიახლე კი დაითვალეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები