როგორც ჩანს, Saab როგორც საავტომობილო ბრენდი წარსულში დარჩა. და თუკი ამ წარსულს გადავხედავდით, უმჯობესი იქნებოდა 80-იან წლებში გადავსულიყავით – ეპოქაში, როცა Saab-ს გადასარევი გაყიდვები ჰქონდა, გამორჩეული ტექნოლოგიებით მუშაობდა..
და ის დრო, როცა შვედურ კომპანიას პირველი „სუფთა სისხლის“ სპორტქარი ჰყავდა. ეს ექსპერიმენტი – კონცეპტი EV-1 Experimental Vehicle 1, – წარუმატებლად აღიარეს. უფრო ზუსტად – უადგილოდ.






