გაზრდილი განვლადობის მქონე საავტომობილო ვერსიები ტრადიციულად, სერიოზული მოთხოვნით სარგებლობენ, თანაც არამხოლოდ სრულფასოვანი ყველგანმავლების თაყვანისმცემლებში, არამედ საქალაქო კროსოვერების მყიდველთა შორისაც.
რიგ შემთხვევაში ასეთი შესრულებები „თანამოძმეებისგან“ არა მხოლოდ აგრესიული ვიზუალით გამოირჩევიან. ასფალტს მიღმა მათ მართლაც, ბევრად მეტი შეუძლიათ ვიდრე საბაზისო მოდელებს. ამ სახის ბოლო დროინდელ პრემიერათა შორისაა – იაპონური, კორეული და ჩინური კროსოვერები, ყველგანმავლები და პიკაპები, რომლებიც უკეთ არიან მომზადებული წინააღმდეგობების გადასალახად.






