LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: მტვერსასრუტების ჩინურმა მწარმოებელმა პირველი ავტომობილი წარადგინა

107
მტვერსასრუტების ჩინურმა მწარმოებელმა პირველი ავტომობილი წარადგინა

ავტოინდუსტრიაში შესასვლელად კიდევ ერთი ჩინური კომპანია ემზადება. Dreame Technology-მ, რომელიც სახლის გაჯეტების წარმოებითაა ცნობილია, თავისი პირველი მანქანის რენდერები წარადგინა. ეს არის ფუფუნებისთვის შექმნილი ელექტროქარი, რომლის ჩვენებაც  აშშ-ში, საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის გამოფენაზე (CES), მომავალი წლის იანვარში იგეგმება. დიზაინი თითქმის მთლიანად იმეორებს Bugatti-ს, და Dreame ამას არც მალავს: კომპანიაში პირდაპირ აღნიშნავენ, რომ შთაგონება ევროპული ბრენდის ჰიპერქარებიდან მიიღეს.

ჯერ Dreame Technology მხოლოდ რენდერებით შემოიფარგლა, რომლებსაც კომპანიის დამფუძნებელი იუჰაო საკუთარ სოციალურ ქსელებში ავრცელებს. საინტერესოა, რომ Dreame ახალ მოდელს, რომელიც უბრალო სახელით Dreame EV მოიხსენიება, Bugatti Chiron-ს კი არა, მის წინამორბედ Veyron-ს ადარებს.

სალონში Bugatti-სთან მსგავსება ბევრად ნაკლებია: რბილი ხაზების ნაცვლად – მკაცრი სწორი ფორმებია, ჩაშენებული «პანელის» ნაცვლად კი მძღოლის გვერდით უზარმაზარი ცალკე მდგომი ეკრანი, ხოლო საჭე ზედა და ქვედა მხარეს გაბრტყელებულია. ელექტროქარის ტექნიკურ მონაცემებზე მწარმოებელი ჯერჯერობით არაფერს ამბობს.

მედიის ცნობით, Dreame უკვე აქტიურად ეძებს საწარმოო პლატფორმას ევროპაში – განსაკუთრებით ბერლინში. მოსალოდნელია, რომ ქარხანა Tesla-ს «გიგაფაბრიკის» მახლობლად აიგოს, რადგან კომპანია სწორედ მასთან კონკურენციას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები