LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ნახეთ, ძალიან ვარდისფერი Porsche 911 Turbo S

88
პორშე

2021 წლის გაზაფხულზე გერმანულმა ბრენდმა ჩინეთის ბაზარზე ყოფნის 20 წლის თავი აღნიშნა და მნიშვნელოვანი ბაზრისთვის საიუბილეო კუპე 911 Turbo S, სახელად Porsche China 20th anniversary edition გამოუშვა. როგორც გაირკვა, ამ ვერსიისთვის ძარის ნებისმიერი შეფერილობის შერჩევა იყო შესაძლებელი და ვიღაცამ ღია ვარდისფერი აირჩია. ეს ავტომობილი უკვე მეორად ბაზარზე იყიდება.

უცნობმა მყიდველმა თავისი სპორტქარის ვარდისფერში Ruby Star-ის შეფერილობაში შეღებვამ მოითხოვა. მოდელის ვიზუალს ვერცხლისფერ-შავში შესრულებული საბურავები ასრულებს.

ტექნიკურად ავტომობილი არ შეცვლილა, 3,8 ლიტრის მოცულობის ძრავა შეინარჩუნა და 650 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

აგრეგატი 0-დან პირველ 100 კმ-ს 2,7 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 330 კმ/სთ-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები