LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ნახეთ, თუ რას აღარ აკეთებენ ქურდები იმისთვის, რომ Porsche Taycan-ის ფარები მოიპარონ

138
porsche

იმისათვის რომ Porsche Taycan Cross Turismo-ს ფარები მოეპარათ, ქურდებმა მანქანის ძარა დაჭრეს. დაზიანებული ელექტროქარის ფოტოები, რომელიც დიუსელდორფის ერთ-ერთ ქუჩაზეა დაპარკინგებული, სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გაავრცელეს. Porsche-ს ოფიციალურ საიტზე კი მარტივადაა იმის ნახვა შესაძლებელი, რომ ყველაზე ძვირადღირებული ფარის ფასი 2900-დან 3400 ევრომდე მერყეობს. ხოლო, ავტომობილის შესარემონტებლად მეპატრონეს ბევრად მეტის დახარჯვა მოუწევს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ქურდებმა ფარები ღამით მოიპარეს. ძარის დაზიანების ხარისხით თუ ვიმსჯელებთ, ისინი აშკარად ძალიან ჩქარობდნენ.

გარდა მოპარული ფარებისა, კრიმინალებმა დააზიანეს კაპოტი და წინა ბამპერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები