LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Nissan-მა ბორბლებიანი კარაოკე დაამზადა

121
Nissan-მა ბორბლებიანი კარაოკე დაამზადა

კომპანია Nissan-მა მინივენი TOnswar Evalia-ს ბაზაზე ფერადი კარაოკე გამოუშვა. მოდელი ერთობ უჩვეულო მოდიფიკაციებით აღჭურვეს და ბორბლებიან კარაოკედ გადააქციეს.

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ სიმღერა და მუსიკა სტრესს ამცირებს, დოფამინის დონეს ზრდის და ენდორფინების გამოყოფას უწყობს ხელს, ამიტომ თავის სიახლეს იაპონური მარკა უწოდებს სიმხნევის წყაროს თანამედროვე მეგაპოლისის მაცხოვრებლებისთვის.

ჩვეულებრივი 7 სავარძლის ნაცვლად სალონში მოწყობილია კარაოკე დარბაზი, რომელიც კარაოკეს სისტემას და რამდენიმე მიკროფონს, 32 დუიმიან მონიტორს და თანამედროვე ხმოვან სისტემებს მოიაზრებს.

სიმღერის ეფექტურობის გასაზრდელად სალონში დამატებულია განათებაც, რომელიც მუსიკის რიტმთან მოდის სინქრონში და სიმღერის პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები