იმისათვის, რომ კლასიკური მოდელები თანამედროვე სტანდარტებს მოარგონ, ტუნინგ-ატელიეები მათ ხშირად აკომპლექტებენ აქტუალური აგრეგატებით. მსგავსი პროექტების შექმნის შთაგონებად ზოგჯერ უნიკალური ისტორიული მანქანები ხდებიან, ისეთები რომელთა ყიდვაც დღეს შეუძლებელია. გამონაკლის შემთხვევაში კი არჩევანს ოდესღაც დაანონსებულ მოდელებზე აჩერებენ, ისეთებზე რომელთაც დღის შუქი არასდროს უნახავთ.
სულ ცოტა ხნის წინ ერთდროულად რამდენიმე გამორჩეული პროექტის პრემიერა შედგა. საუბარია, ლეგენდარული სუპერქარების თანამედროვე ვერსიებზე, ტრიუმფალურ სარბოლო ბოლიდებზე და სპორტულ სედანებზე წარსულიდან.