კომპიუტერული და ვიდეო თამაშები – საავტომობილო კომპანიებისთვის თავისი ქმნილებების დასარეკლამებლად მშვენიერი გზაა, განსაკუთრებით მაშინ როცა საუბარი სუპერქარების მწარმოებლებზეა. უფრო მეტიც, ზოგიერთი ფირმა კიდევ უფრო შორს მიდის და განსაკუთრებულ მოდელებს სპეციალურად ვირტუალური რეალობისთვის ქმნის.
ავტორთა ფანტაზია ამ დროს არაფრითაა შეზღუდული: ასეთი სიახლეები უფრო ხშირად ფუტურისტულ დიზაინს და დაუჯერებელ მახასიათებლებს იღებენ. ზოგჯერ ასეთ პროექტებს რეალობადაც აქცევენ და უნიკალურ შემთხვევებში სერიულ წარმოებაზეც კია საუბარი.