ახალ სერიულ ავტომობილებთან ერთად ჩინურმა ფირმებმა პეკინის ავტო სალონზე ათობით სხვადასხვა კონცეპტ-ქარიც წარადგინეს. მათ შორის იყო ცხოვრებას მოწყვეტილი გიჟური ფანტაზიები და მაკეტები, რომლებიც მსგავსი დიზაინის მქონე ავტომობილების სწრაფ დებიუტზე მიუთითებდა.
ასევე, არაერთი მანქანა რომელიც წარმოებისთვის თითქმის მზადაა და კონცეპტ-ქარის სტატუსი მხოლოდ ფორმალურად აქვს.







