კაბრიოლეტი Bentley Continental GTC Speed რეკორდულ 1,7 მილიონ დოლარად გაყიდეს. ვაჭრობა ზამთრის ღვინის ფესტივალის ფარგლებში გაიმართა და შემოსული თანხა მთლიანად ბავშვთა დახმარების ფონდში გადაირიცხა. უნიკალურ ავტომობილთან ერთად ახალმა მეპატრონემ Monterey Car Week-ის ავტო შოუს VIp მოსაწვევიც მიიღო.
უნიკალური მოდელი Damson-ის ფერშია შესრულებული და ორფერიანი სალონი აქვს – White და Damson. კაპოტის ქვეშ კაბრიოლეტს V8-ს ბაზაზე შექმნილი Ultra Performance Hybrid ძრავაა განთავსებული. აგრეგატის სიმძლავრე 782 ცხენის ძალაა.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-04_15-44-17_547924.jpg)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-04_15-44-27_741150.jpg)