LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: პირველი სუპერქარი, წარმოშობით პორტუგალიიდან

119
პირველი სუპერქარი, წარმოშობით პორტუგალიიდან

პორტუგალიაში პირველი ნაციონალური სუპერქარი წარადგინეს. ორკარიანი Furia ფირმა Adamastor-მა შექმნა და ვიზუალურად მოდელი ძალიან ჰგავს Aston Martin Valkyrie-ს. სუპერქარს ორ ვერსიაში გამოუშვებენ: საგზაო Road და სარბოლო Race. ძრავა Furia-ს „ფორდისგან“ აქვს ნასესხები: V6 3,5 ლიტრის მოცულობის, რომელსაც 650 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. გადაცემათა კოლოფი – სარბოლო Hewland იქნება.

ძრავას მუშაობა როგორც ჩვეულებრივ ბენზინზე, ასევე სინთეტიკურ საწვავზეც შეუძლია. წინასწარი გამოთვლით, 0-დან „ასამდე“ აჩქარება Furia-ს 3,5 წამში შეეძლება, ხოლო 200 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარებას კი – 10,2 წამში შეძლებს. სუპერქარის მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ იქნება და სიახლე ლიმიტირებული ტირაჟით, მხოლოდ 60 ეგზემპლარი გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები