პოლიცია – ერთ ერთია იმ სამსახურთა შორის, რომლის თანამშრომლებსაც მძლავრი ავტომობილები აუცილებლად ესაჭიროებათ. თუმცა, სწრაფი ავტომობილები მხოლოდ კანონდამრღვევთა დევნისთვის არ არის აუცილებელი. მაგალითად, მათ იყენებენ სარეკლამო მიზნითაც, რათა მომავალი პოლიციელები დააინტერესონ და ხშირად მედიკოსებს სიცოცხლის გადარჩენაშიც ეხმარებიან.
ჩვენს გალერეაში მოხვდა – საშუალო ძრავის მქონე სუპერქარები, სპორტული სედანები და კუპეები, დინამიკური ელექტრომობილები და სხვა საინტერესო მანქანები აშშ-დან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ჩეხეთიდან, კანადიდან, გერმანიიდან და ემირატებიდან.