LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Porsche-მ 911-ის განსაკუთრებული ვერსია წარადგინა

120
porsche-911

კომპანია Porsche-მ ლიმიტირებული 911 „ლე-მანის“ რბოლის 100 წლის იუბილეს მიუძღვნა. განსაკუთრებულმა კუპემ სახელად GTS Le Mans Centenaire Edition 25 უნიკალური კომპონენტი და დეკორატიული ელემენტი მიიღო. ტირაჟი მხოლოდ 72 ეგზემპლარით განისაზღვრა და თითოეულის ფასი 237 819 ევრო იქნება. ეს კი 79 104 ევროთი უფრო მეტია, ვიდრე  911 Carrera GTS-ის ფასი, რომელიც მოდელის ბაზად გამოიყენეს.

ტექნიკური ცვლილებები არ იქნება, რაც იმას ნიშნავს რომ კუპე მოძრაობაში 3 ლიტრის მოცულობის „ექვსიანს“ მოჰყავს და აგრეგატის სიმძლავრე 480 ცხენის ძალაა. ძრავა 7 საფეხურიან მექანიკურ ან 8 დიაპაზონიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს.

თითოეული მოდელის მომავალი მეპატრონე ბონუსად მიიღებს განსაკუთრებულ გასაღებს და ალბომს ფოტოებით, სადაც საწარმოო პროცესი იქნება ასახული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები