ბევრ ავტომოყვარულს ენდომებოდა, რომ პროფესიონალი მრბოლელების ადგილას აღმოჩენილიყო და ნამდვილი ბოლიდის საჭესთან მოკალათებულიყო. ხშირ შემთხვევაში ეს შესაძლებელია, ამისთვის საჭიროა მხოლოდ ავტომობილის დაქირავება და ტრეკზე გაშრიალება.
ხოლო, რაც შეეხება მდიდრული სპორტული ისტორიის მქონე მანქანის ყიდვას, ამის შესაძლებლობა ერთობ შეძლებულ ადამიანებსაც კი იშვიათად ეძლევათ. მსგავსი პროტოტიპები გასაყიდად არც თუ ისე ხშირად გამოდის.
თუმცა, ზოგჯერ ეს მაინც ხდება: ჩვენს გალერეაშიც რამდენიმე მსგავსი მაგალითი მოხვდა. ეს სარბოლო ბოლიდები ახალ მეპატრონეებს ეძებენ და მათი შეძენის შანსი ნებისმიერ მსურველს აქვს.