LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: რაკეტა-მობილს აუქციონზე გაყიდიან

107
რაკეტა-მობილს აუქციონზე გაყიდიან

აუქციონზე გაიყიდება ავტომობილი-რეკორდსმენი, რომელსაც საათში 900 კილომეტრის განვითარება შეუძლია. საუბარია, Spirit of America Sonic I, რომელმაც 1965 წელს 965 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეძლო.

აუქციონს 2025 წლის თებერვალში RM Sotheby’s აუქციონის სახლი ჩაატარებს. მოდელი გახდა ისტორიაში პირველი მანქანა, რომელმაც საათში 600 მილიანი ნიშნულის გადალახვა შეძლო. ბოლო 50 წელი კი უნიკალური სატრანსპორტო საშუალება მუზეუმში ინახებოდა.

აღსანიშნავია, რომ ვაჭრობის ორგანიზატორებს მასში მილიონი დოლარის აღების მოლოდინი აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები