ალბათ ყველა ავტომფლობელს სურს, რომ თავის მანქანაში რაღაც შეცვალოს და თუკი ზოგი მეპატრონე მცირე ცვლილებითაც კმაყოფილდება, სხვები ყველაზე სერიოზული ჩარევის წინააღმდეგებიც არ არიან. მდიდარი, სწრაფი და მაგარი მოდელების შემთხვევაშიც სიტუაცია ანალოგიურია.
თითქოს ისინი ისედაც იდეალურები არიან, თუმცა ყოველთვის შეიძლება რაღაცის გაუმჯობესება. ბუნებრივია, ტუნერებიც ასეთი სურვილების დაკმაყოფილებას დიდი სიამოვნებით ცდილობენ და შედეგად ავტომობილები უფრო მძლავრები და მდიდრულები გამოდის.
მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირაში ინტერნეტ სივრცეში ბლომად გამოჩნდა სხვადასხვა სახელოსნოების ქმნილებები – ცნობილების თუ არც ისე.
ატელიეები სუპერ-კროსოვერებს, პიკაპებს, დიზელის სედანებს და „ცხელ“ ჰეტჩბეკებს ამუშავებენ.






