ჩინურმა მწარმოებელმა LiXiang (Li Auto) თავისი პირველი სრულად ელექტრონული კროსოვერის, Li Auto i8-ის ინტერიერი ოფიციალურად წარადგინა. მანამდე უკვე ცნობილი იყო ავტომობილის ექსტერიერი, ხოლო ამჯერად ბრენდმა სალონის ფოტოების გავრცელება გადაწყვიტა, რაც სავარაუდოდ, პასუხია რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ პაპარაცულ სურათებზე.
მთავარი მახასიათებლები და დიზაინი:
სალონი ექვს ადგილიანია. მეორე რიგში განთავსებულია ინდივიდუალური სავარძლები, რომლებიც სრულად ტყავით არის გაწყობილი, რეგულირებადი საზურგეებით, ფეხის დასადებით, დენქცვიტებით და მოძრავი ხელის დასადებით.
მეორე რიგში ასევე გვაქვს: მზისგან დამცავი ფარდა, ატმოსფერული განათება და მრავალი სათავსო.
ძრავის და ელემენტის მახასიათებლები:
Li i8 აღჭურვილია ორმაგი ელექტროძრავით, რომლის ჯამური სიმძლავრე 536 ცხენის ძალას შეადგენს.
ელემენტის ორი ვარიაცია იქნება ხელმისაწვდომი: 90.1 კვტ/სთ და 97.8 კვტ/სთ.
სვლის მარაგი შესაბამისია: 670 კმ (90.1 კვტ/სთ ელემენტით)და 720 კმ (97.8 კვტ/სთ ელემენტით).
და ბოლოს, ავტომობილის სიგრძე 5 მეტრს აჭარბებს. საბაზისო სიგრძე — 3.05 მეტრია, რაც შიგნით მეტ სიმყუდროვეს და სივრცეს ქმნის.





