ბრიტანულმა სტარტაპმა ყველაზე ბიუჯეტური ელექტროქარი ააგო. საინტერესოა, რომ კანონით Ark Zero კვადროციკლის კლასს ეკუთვნის და მასზე არ ვრცელდება მოთხოვნათა ნაწილი, მაგალითად აქტიური და პასიური უსაფრთხოების სისტემების ქონა. სწორედ ამიტომ, მისი ფასი საკმაოდ დაბალია, მხოლოდ 6 ათასი ფუნტი სტერლინგი. ამ ეტაპზე Zero-ს ყიდვა მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოშია შესაძლებელი, თუმცა მოგვიანებით მანქანა სხვა ბაზრებზეც გავა.
პატარა Zero-ს, რომლის სალონშიც მხოლოდ ორი ადამიანი და ძაღლი მოთავსდება, გაერთიანებული სამეფოს ყველაზე იაფფასიან ელექტროქარს უწოდებენ.
მოდელის სიგრძე 2,5 მეტრია, სავარძლები ერთმანეთის მიყოლებითაა განთავსებული და ამის დამსახურებით სიგანე მხოლოდ 1,2 მეტრს შეადგენს.
უნიკალური ელექტროქარის სიმძლავრე 3 ცხენის ძალაა და ელემენტს ერთი დამუხტვით 81 კილომეტრის გავლა შეუძლია.