LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე ვიწრო ცათამბრჯენი შიგნიდან

148
http___cdn.cnn.com_cnnnext_dam_assets_221124122119-07-steinway-skyscaper-restricted

მსოფლიოში ყველაზე ვიწრო ცათამბჯენი – სთეინვეი თაუერი აშშ-ში, მანჰეტენზე მდებარეობს. ნაგებობის ვიზუალი ყველასათვის კარგადაა ნაცნობი, თუმცა მისი ინტერიერის ამსახველი ფოტოები აქამდე არ გავრცელებულა.

CNN-ის ინფორმაციით, უნიკალური კადრები თავად იმ ფირმამ გამოაქვეყნა რომელიც ცათამბჯენის ინტერიერზე მუშაობდა.

დიზაინერთა შთაგონების წყარო მე-19 საუკუნის ნიუ იორკი გახდა და კადრების ნახვის შემდეგ ამაში თავადაც დარწმუნდებით.

შეგახსენებთ, რომ სთეინვეი თაუერის სიმაღლე 435 მეტრს აჭარბებს, სიმაღლისა და სიგანის თანაფარდობა კი 24:1-თანაა. მისი მშენებლობა 2022 წელს დასრულდა. ცათამბჯენი მთლიანობაში 46 სართულს მოიცავს და აპარტამენტების ფასი 7,75 მილიონიდან იწყება, საშუალო ღირებულება 50 მილიონზე მეტია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები