განახლებულმა Rolls-Royce Cullinan Series II-მა მიიღო ტუნინგ-პაკეტი სახელწოდებით – Overdose (ზედოზირება) რომელიც გერმანულმა Novitec-მა თავისი ქვებრენდის Spofec-ის საშუალებით შექმნა.
მთავარი ცვლილება შეეხება ძრავს: 6,75-ლიტრიანი V12 ორმაგი ტურბინით, რომელიც სტანდარტულად 571 ცხენის ძალას (ან 600-ს Black Badge ვერსიაში) ავითარებდა, ახლა გაძლიერებულია. ელექტრონული მართვის მოდიფიკაციების წყალობით, სიმძლავრე გაიზარდა 685 ცხენის ძალამდე სტანდარტულ ვერსიაში და 707 ცხენის ძალამდე Black Badge-ში. შედეგად, ტოპ-ვერსიას 100 კმ/სთ-მდე აჩქარება მხოლოდ 4,6 წამში შეუძლია.
გარეგნობაც სერიოზულად განახლდა: მანქანას დამატებული აქვს მასიური 24-დიუმიანი Vossen-ის დისკები, შეცვლილი წინა და უკანა ბამპერები, ახალი ზოლები საბურავებზე და გაფართოებული თაღები, რის შედეგადაც ძარა 120 მილიმეტრით ფართო გახდა.
შეიძლება ითქვას, რომ Cullinan-ის ისედაც მდიდრულ და ეფექტურ იმიჯს კიდევ უფრო მეტი აგრესიულობა და ექსკლუზიურობა დაემატა.


