LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: რომაელებს შესთავაზეს, რომ ქალაქის ქუჩებში მორბენალ ტახებზე იზრუნონ

74
Screenshot 2022-01-25 135727

რომის მაცხოვრებლებს მიეცემათ საშუალება, რომ გარეულ ღორებზე მეურვეობა აიღონ. მეურვის მოვალეობაში იქნება ცხოველის სტერილიზაცია და ველურ ბუნებაში დაბრუნება.

ინიციატივის ავტორი გარემოსა და ცხოველების დაცვის იტალიური ასოციაციაა.

პროექტის მიხედვით, გარეულ ღორზე ზრუნვას შეძლებს ნებისმიერი რომაელი, ვინც ცხოველთა ბედის მიმართ გულგრილი არ არის. მეურვეს ვეტერინარები და ასოციაციის სხვა პარტნიორები დაეხმარებიან.

გარდა ამისა, ასოციაციამ ქალაქის ხელისუფლებას რომის გარეუბანში ცხოველებზე ზრუნვის სპეციალური ცენტრის აშენებაც შესთავაზა. ცენტრში ცხოველებს სტერილიზაციის გავლის შემდეგ მოუვლიან.

ქალაქის ქუჩებში ტახის შეხვედრა რომაელთათვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ცხოველები ქალაქს საჭმლისთვის აკითხავენ, სახეობის გამრავლების გამო ტყეში საკმარისი საკვები აღარ მოიპოვება.

ტახები ადამიანების მიმართ აგრესიას არ ავლენენ, თუმცა ავტომობილთა მოძრაობას ხელს უშლიან და გარემოსაც ძალიან ანაგვიანებენ. ქალაქის ხელისუფლება სხვადასხვა ზომებს იღებს, რათა გარეულმა ღორებმა ადგილობრივებს ხელი არ შეუშალონ. მაგალითად, ნაგავი უფრო ხშირად გააქვთ და პარკინგებთან ღობეებს აყენებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები