LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: რომელ ავტომობილებს აქვს საუკეთესო ინტერიერი?

114
bmw

Ward’s Auto-მ საუკეთესო ინტერიერის მქონე ავტომობილების რეიტინგი შეადგინა. გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ ყველაზე მიმზიდველი, ხარისხიანი და კომფორტული სალონების მქონე მოდელები გამოარჩია და 2023 წლის სიაში ჰიბრიდები და ელექტრომობილები ჭარბობენ. ეს ლოგიკურიცაა, რამეთუ ავტომწარმოებლების ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებს პირველ რიგში ელემენტიანი ავტომობილები იღებენ.

ისევე როგორც გასულ წელს, 2023 წლის რეიტინგშიც  BMW iX, Kia EV6, Mercedes-Benz EQS და პიკაპი Rivian R1T მოხვდნენ. ექსპერტებმა გამოარჩიეს ასევე ახალი Toyota Tundra-ს და ჰიბრიდი Kia Sportage-ს სალონები.

ტრადიციული შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილთა შორის რეიტინგში მოხვდნენ – Range Rover, Jeep Wagoneer L და Hyundai Palisade. ეს ავტომობილები ხარისხიანი სალონისთვის, ტევადი სავარძლებისთვის დასახელდნენ. ერთადერთი კლასიკური სედანი, რომელიც 2023 წლის რეიტინგში მოხვდა – BMW i7-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები