ავტო სამყარო ერთი წამითაც არ ჩერდება და ავტომწარმოებლები მუდმივად იმას ცდილობენ, რომ ერთმანეთს სხვადასხვა დისციპლინაში აჯობონ, მათ შორის საკმაოდ უცნაურებშიც. მაშინაც კი როცა უპირატესობა კონკურენტების მიმართ არც თუ ისე დიდია, თავად მიღწევის ფაქტი ბრენდისთვის გადასარევი რეკლამა ხდება.
ბოლო დროინდელ რეკორდსმენთა სიაში – გრძელი დრიფტის ავტორი „გერმანელი“, მთებიდან ჩამოსული „კორეელი“, უსწრაფესი „ამერიკელი“ ლეგენდარულ ტრასაზე და ერთდროულად ორი ჩქაროსნული „ჩინელია“. საინტერესოა, რომ ამ მოდელების დიდ ნაწილს ელექტროქარები შეადგენენ.





