Mercedes-ის, BMW-ს თუ Volkswagen-ის ტუნინგი ბუნებაში საკმარისზე მეტია. ზოგიერთ მანქანას იდეალურ კონდიციამდე ამუშავებენ (დამკვეთის გემოვნებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით), ხოლო სხვები კი ფოტოშოპ-ტუნინგის ან 3D-მოდელის სახით რჩებიან.
ვირტუალურ სამყაროში შეზღუდვები, რა თქმა უნდა, ნაკლებია. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ჩინურ მანქანებს ბევრად ნაკლები ყურადღება ეთმობათ, ვიდრე სხვა ბრენდებს. ჩვენს გალერეაში ამ გაუგებრობას გამოვასწორებთ.






