ჩინურმა საავტომობილო კომპანიებმა სხვა ქვეყნების მწარმოებლებისგან არამხოლოდ მანქანების გამოშვება, არამედ მათი გაყიდვაც ისწავლეს. იმისათვის, რომ თავისი პროდუქციის მიმართ ინტერესი გაზარდონ, ადგილობრივმა ფირმებმა განსაკუთრებული მოდიფიკაციების, მათ შორის სპორტული მოდელების გამოშვებაც დაიწყეს.
ყველაზე ხშირად ასეთი შესრულებები თავისი „მოძმეებისგან“ მხოლოდ ორიგინალური დეკორით თუ არიან გამორჩეული, თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევებში საუბარი ჩვეულებრივი ავტომობილების ნამდვილ სპორტქარებად გადაქცევაზეა.
ჩვენს გალერეაში ყველაზე პოპულარული კროსოვერების და ელექტრომობილების, ასევე უახლესი ბიზნეს-სედანის ნახვას შეძლებთ.






