პარიზის ავტო გამოფენა Retromobile ვიზიტორებს მრავალფეროვნებითა და სიმდიდრით აოცებს: სალონში თავმოყრილია სხვადასხვა ქვეყნისა და ეპოქის იმდენი ავტომობილი, რომ საინტერესო მოდელს ყველა გემოვნების ადამიანი იპოვის.
ავტო ჟურნალისტებმა რეტრო სალონის სარბოლო სიმდიდრე ერთ რეპორტაჟში მოაქციეს.
ომამდელი მანქანები „გრან-პრის“ რბოლიდან, ლე-მანის სპორტქარები, 60-იანი წლების „ფორმულა“ და ასევე შედარებით ახალი მოდელები – ამ ყველაფერს რეპორტაჟში ნახავთ.









