ოქროს ხანის მასლქარები აგრესიული ქარიზმით და მხეცური ტემპერამენტით არიან ცნობილი. მათ სიაში მრავლად არიან მოდელები, რომლებიც ყველაზე მძლავრ და სწრაფ საგზაო მანქანებს ადვილად უმკლავდებოდნენ. მათ თითქოს არ აქვთ არაფერი ზედმეტი და გიგანტური ძრავებით არიან აღჭურვილი.
დანიშნულება – სანქცირებული შეჯიბრება დრეგ-რეისინგისთვის. ტირაჟი საკმაოდ შეზღუდულია. მსგავს „ბრაზიან“ მოდელებს ფორმალურად ბულვარებსა და ავენიუებზე შეეძლოთ გასეირნება, თუმცა მწარმოებლების დაჟინებული რეკომენდაცია – მათი შესაძლებლობების სარბოლო ტრასებზე დატესტვაა.










