LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Shelby-მა წარმოადგინა თავისი ყველაზე „აგრესიული“ Super Snake-R

109
Shelby-მა წარმოადგინა თავისი ყველაზე „აგრესიული“ Super Snake-R

Shelby American-მა კალიფორნიაში გამართულ ცნობილ Monterey Car Week-ზე თავისი ახალი „სუპერ-გველი“ – Shelby Super Snake-R წარმოადგინა. კომპანიის განცხადებით, ეს დღეისთვის მათი ყველაზე აგრესიული სპორტული ავტომობილია. მანქანა აგებულია Ford Mustang Dark Horse-ის ბაზაზე და  სპეციალურად ტრასებისთვისაა შექმნილი. ის ოდნავ უფრო ძლიერია საბაზისო Super Snake-ზე და აქვს მთელი რიგი განახლებები, რომლებიც მხოლოდ სარბოლო ტრასებზეა ორიენტირებული.

საბაზისოდ გამოყენებულია თანამედროვე მეშვიდე თაობის Mustang-ის პლატფორმა და 5-ლიტრიანი Coyote V8 ძრავი. Shelby-ის ინჟინრებმა დაამატეს მექანიკური კომპრესორი და სხვა მოდიფიკაციები, რის შედეგადაც აგრეგატის სიმძლავრე 850-ზე მეტი ცხენის ძალამდე გაიზარდა – საწყისი 507-ის ნაცვლად. შედარებისთვის, ჩვეულებრივი Super Snake მხოლოდ რამდენიმე ათეული ცხენით სუსტია. მძღოლს შეუძლია აირჩიოს ექვსსაფეხურიანი მექანიკური Tremec TR-3160 ან ათსაფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი.

გარე იერსახით Super Snake-R ძალიან ჰგავს საბაზო Super Snake-ს.

კორპუსის ზოგიერთი ელემენტი დამზადებულია ნახშირბოჭკოსგან, რაც ამცირებს წონას. მიუხედავად ამისა, საბოლოო მასა შეადგენს 1 816 კილოგრამს – ანუ მხოლოდ 53 კილოგრამით მეტია, ვიდრე Mustang Dark Horse-ის შემთხვევაში, რომელზეც მოდელი არის აგებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები